რეზონანსი
(27.04.2025)

ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურაში უჩივლა, სიმართლეს არ შეესაბამება. უჩა ნანუშვილის თქმით, საუბრის კონტექსტი სრულიად შეცვლილია და რეალურ დიალოგს არ ასახავს.

ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს "წმინდა რუსული პროპაგანდაა", რომელიც მიზნად იმ ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. 

გარი კასპაროვის სახელით გამეცნენ, რომელთანაც მე მანამდეც მქონდა გარკვეული მიწერ-მოწერა. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა ფონდს აშშ-ში, რომელიც წასულია და სხვათაშორის, გამოცხადებულია, როგორც ტერორისტი და ექსტრემისტი რუსული კანონმდებლობის მიხედვით და ითვლება პუტინის ერთ-ერთ მათავრ მოწინააღმდეგედ. მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში წლების წინ მივიღე მონაწილეობა. შემდგომაც არაერთი მიწვევა მქონდა მისგან მიღებული, ამიტომ ჩემთვისაც რ ყოფილა გასაკვირი, რომ მისგან მიმეღო ელექტრონული შეტყობინება.

საუბარი იყო ჩვეულებრივ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, იმ უმძიმეს დარღვევებზე, რომელსაც ხელისუფლება ახდენს, უბრალოდ, იყო შეცვლილი კონტექსტი. რაც მე ვისაუბრე, სრულიად საწინააღმდეგო მონტაჟი იყო გაშვებული, თითქოს ჩვენ ფორმირებები გვაქვს, ვაორგანიზებთ ძალადობას, მაიდანს. იქ საუბარი იყო ფორმირებებზე, რომელიც "ოცნებამ" შექმნა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და ასეულებით ადამიანის დაკავება მოხდა, მათი ცემა, წამება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის იმ დაუსჯელი სამოქალაქო ფორმიანი შეიარაღებული ფომირებების შესახებ, რომლებიც არც პოლიციელები იყვნენ და არც ჩეულებრივი ტიტუშკები.

წმინდა რუსული პროპაგანდა, აქეთ დააბრალო პირიქით ის ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც იბრძვი. ეს ყველაფერი არის საზოგადოებაში დისკრედიტაციის მესიჯების გავრცელება იმისთის, რომ მოხდეს იმ ადამიანების და ორგანიზაციების დისკრედიტაცია, ვინც 24 საათიანი მუშაობს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

პროკურატურამ თვითინ უნდა მოითხოვოს ჯერ ორიგინალი, რომელიც გააჩნია რუსეთის პირველ არხს, პუტინის მტავარ არხს, რომელლიც ავრცელებს პროპაგანდას, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში გადატრიალება იგეგმება, რასაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი უდგანან.

პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურას დღეს მიმართა. მათი მტკიცებით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, სადაც მეხუთე პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი თითქოს რუს ოპოზიციონერს საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე და ქუჩის აქციებზე ელაპარაკებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე