რეზონანსი
(27.04.2025)
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, უკრაინული სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს. განცხადების თანახმად, იგნატ კუზინმა ლეიტენანტის მანქანა დანაღმა, რამაც ავტომობილის აფეთქება გამოიწვია.
უწყებამ მამაკაცის დაკავების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის აღიარებით ჩვენებას აძლევს.
ავტომობილი მოსკოვში პარასკევს, დილით აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე