რეზონანსი
(27.04.2025)

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინმა ამისთვის მზადყოფნა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოვთან შეხვედრაზე გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს პუტინი სტივ ვიტკოვს შეხვდა. მათი შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი პოლიტიკოსებს შორის იყო კონსტრუქციული და „ძალიან სასარგებლო“. მისი თქმით, განიხილეს უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე