რეზონანსი
(26.04.2025)

საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონო აცხადებს, რომ თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა ქართულ-იტალიუ ურთიერთობებს გააღრმავებს.

„ბედნიერი ვარ, რადგან ეს პირველი რეისი იქნება რომის მიმართულებით. მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან მოხდება დაკავშირება ქართველ და იტალიელ ხალხს შორის, ურთიერთობები უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ელჩმა. 

დღეიდან თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ფრენები თბილისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე