მაქვს ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამერიკის შეერთებულ შტატებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ლევან დავითაშვილის ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას არ ნიშნავს.
"ოცნების" წარმოსახვა, რომ დასავლურ ქვეყანასთან ურთიერთობას დაალაგებს, მცდარია" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მისი ვიზიტი იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, ძირითადად. ეს იყო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებიან. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ლეგიტიმაციაზე საუბარი არ არის. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს და რომელიც შემიძლია ყველას გავუზიარო.
რაც შეეხება იმას, თუ რაზე იყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკის ელჩი შეხვდა "ოცნების" წარმომადგენელს, ბოჭორიშვილს და მან კონკრეტული გზავნილები გადასცა, რაც გულისხმობდა იმას, რომ აშშ-ის ინტერესი ამ ქვეყანაში ის გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობაა, რომელიც რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენების გაძლიერებით ამ ქვეყანაში ვერ მიიღწევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ჭრილში, ნებისმიერი საკითხი და მათი რაიმე სახის წარმოსახვა, რომ დაალაგებენ დასავლურ ქვეყანასთან ურთიერთობას, მცდარია". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე