რეზონანსი
(25.04.2025)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება ოკუპირებულ ყირიმზე ძალის გამოყენებით კონტროლის დასაბრუნებლად.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუძლია ნახევარკუნძულზე უარის თქმა, რადგან ყველა უკრაინული მიწა უკრაინელი ხალხის საკუთრებაა.
„ჩვენი პოზიცია არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ჩვენს კონსტიტუციას. ჩვენ არ შეგვიძლია რამე გავცეთ ან არ გავცეთ. ეს ჩემი საკუთრება არ არის. ეს უკრაინელი ხალხის საკუთრებაა“, - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე