"ევროპარლამენტის რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია" - სალომე ზურაბიშვილი
ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
"ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს", - წერს ზურაბიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე