რეზონანსი
(13.02.2025)
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დაფინანსება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Free Press-ი ავრცელებს.
გამოცემა The Free Press-ის ინფორმაციით, ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა (DOGE) აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს უბრძანა, შეეჩერებინა NED-ისთვის თანხების გადარიცხვა, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
NED-ის თანამშრომელმა გამოცემა The Free Press-ს განუცხადა: „ეს ნამდვილი კატასტროფაა. ჩვენ ვერ ვახერხებთ ხელფასების გადახდას და საბაზისო საოპერაციო ხარჯების დაფარვას“.
აღსანიშნავია, რომ NED-მა 2025 ფისკალური წლისთვის აშშ-ის მთავრობისგან 315 მილიონი დოლარი მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე