რეზონანსი
(13.02.2025)

"ფედერალისტებმა" იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადი შეიტანეს. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ეს მეორე მიმართვაა, პირველ ჯერზე მათ უარი უთხრეს.

"დღეს ჩვენ, ფედერალისტებს, უკვე მეორედ შეგვაქვს პარტიის დაფუძნებაზე განცხადება. პირველ განაცხადზე უარი გვითხრეს. ტექნიკურად, წესდება არის აბსოლუტურად იდენტური "ქართული ოცნების" წესდების. შეგვაქვს კიდევ ერთხელ - თუ "ქართული ოცნების" წესდებას დაახარვეზებენ, დაახარვეზონ," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე