რეზონანსი
(13.02.2025)
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეჯახებამდე სროლის ხმა ისმოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა პროფკავშირები ქალაქის ცენტრში მიტინგს მართავდნენ. ავტომობილი, რომელიც ხალხში შევარდა Mini Cooper-ის მარკის იყო.
გერმანელი სამართალდამცველების განცხადებით, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია. ახლა გამოძიებას მოუწევს დაადგინოს, მძღოლმა ეს განზრახ გააკეთა, თუ მანქანას მუხრუჭმა უმტყუნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე