სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური იყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დათუნაშვილს დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ.
აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირები სუს-სი „ტიტუშკები“ იყვნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე