რეზონანსი
(04.12.2024)

მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება რეპრესიებს ახორციელებს.

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, – ნათქვმია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე