რეზონანსი
(04.12.2024)
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ახალგაზრდებს თანადგომას უცხადებს და წერს, რომ საქართველოს ადგილი იყო, არის და უნდა იყოს ევროპულ ოჯახში.
"კომაროვის სკოლა სიყვარულს, პატივისცემასა და თანადგომას უდასტურებს არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებს, დაკავებულებს გიორგი მაისაშვილსა და ვანო გამეზარდაშვილს, სასტიკად ნაცემ ზვიად მაისაშვილს და მათ ოჯახებს.
საქართველოს ადგილი იყო, არის და უნდა იყოს ევროპულ ოჯახში! კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე