რეზონანსი
(04.12.2024)

დაკავებულია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე - ინფორმაცია მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. უცნობია დეტალები. 

შეგახსენებთ, შავფორმიანმა ნიღბიანებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს ნიკა გვარამიაც. იქამდე კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაიაც, ასევე, პარტია "ლელოს" 2 წევრი.

გარდა ამისა, პოლიცია შესულია ოპოზიციური პარტიების ოფისებში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე