რეზონანსი
(15.06.2024)

6-თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ქეით მიდლტო­ნი სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. უელ­სის პრინ­ცე­სა ბრი­ტა­ნე­თის მე­ფის, ჩარლზ III-ის და­ბა­დე­ბის დღეს ეს­წრე­ბა. ქე­ი­თი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეს­თან შეკ­რე­ბილ ხალ­ხს აივ­ნი­დან მი­ე­სალ­მა.

პრინ­ცე­სას­თან ერ­თად მისი შვი­ლე­ბი, ჯორ­ჯი, შარ­ლო­ტა და ლუი იმ­ყო­ფებ­დნენ.

„ქე­ი­თის გა­მო­ჩე­ნა გა­დამ­წყვე­ტი იყო. სა­მე­ფო ოჯა­ხი და­სუს­ტე­ბუ­ლია, რად­გან მისი ორი უფ­რო­სი წევ­რი სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. უელ­სის პრინ­ცე­სა დე­კემ­ბრის შე­დეგ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არ გვი­ნა­ხავს" - ამ­ბობს სა­მე­ფო ექ­სპერ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­სა და არა­ერ­თი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის შემ­დეგ, სულ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონ­მა ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­უ­ლოდ­ნელ და შო­კის­მომ­გვრელ დი­აგ­ნოზ­ზე სა­უბ­რობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრინ­ცე­სა მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში აგ­რძე­ლებს:

„იან­ვარ­ში ლონ­დონ­ში ჩა­ვი­ტა­რე მუც­ლის ღრუს სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია და იმ დროს ით­ვლე­ბო­და, რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იყო სიმ­სივ­ნუ­რი. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ კიბო მქონ­და.

ამი­ტომ ჩემ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა მირ­ჩია, რომ მე უნდა გა­ვი­ა­რო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი და ახლა ვარ ამ მკურ­ნა­ლო­ბის ად­რე­ულ ეტა­პებ­ზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უი­ლი­ა­მი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი ოჯა­ხის გამო.

ალ­ბათ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამას დრო დას­ჭირ­და, დრო დამ­ჭირ­და, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ, და­მე­წყო მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, დრო დაგ­ვჭირ­და, რომ ჯორჯს, შარ­ლო­ტას და ლუის ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სნათ მათ­თვის შე­სა­ფე­რი­სი სა­ხით და და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ კარ­გად ვიქ­ნე­ბი.

რო­გორც მათ ვუ­თხა­რი, მე კარ­გად ვარ და დღი­თი­დღე ვძლი­ერ­დე­ბი იმ სა­კი­თხებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბით, რაც და­მეხ­მა­რე­ბა გო­ნე­ბის, სხე­უ­ლი­სა და სუ­ლის გან­კურ­ნე­ბა­ში, უი­ლი­ა­მის გვერ­დით ყოფ­ნა ასე­ვე კომ­ფორ­ტი­სა და სიმ­შვი­დის დიდი წყა­როა.

ალ­ბათ, ხვდე­ბით, რომ ახლა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის დრო, სივ­რცე და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მთლი­ა­ნად უნდა გა­და­ვერ­თო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე", - ამ­ბობ­და ქე­ი­თი ვი­დე­ო­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე