რეზონანსი
(15.06.2024)

2023 წელს იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში შეწყვიტეს სწავლა 14 911-ს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, შარშან სწავლა 8 502- მა ბიჭმა და 6 409 გოგონამ შეწყვიტა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ოფიციალური მონაცემებით 2021/2022 სასწავლო წელს აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ 8 846 მოსწავლის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს ზრდამ 68.6 პროცენტი შეადგინა.

ბოლო წლების განმავლობაში, სწავლაშეწყვეტილ მოსწავლეთა რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

2022/2023 წ - 14 911;

2021/2022 წ - 8 846;

2020/2021 წ - 7 050;

2019/2020 წ - 8 247;

საქსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი შემთხვევა მეათე კლასში დაფიქსირდა. 2022/2023-ში სასწავლო წელი 3 808 მეათე კლასელს აღარ გაუგრძელებია. მეორე ადგილზე მეთერთმეტე კლასელები არიან, მათ შემთხვევაში სწავლა 1 445-მა ახალგაზრდამ შეწყვიტა, ხოლო მესამე ადგილს 1 034 ერთეულით მეშვიდე კლასელები იკავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე