რეზონანსი
(25.05.2024)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველ შაბათს ლექციას ატარებს, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები დღეს ისევ თსუ-ს მეორე კორპუსთან შეიკრიბნენ, რათა კობახიძეს პროტესტით დახვედროდნენ. უნივერსიტეტთან იმყოფებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

მთავრობის მეთაური სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე შევიდა. არსებული ინფორმაციით, პრემიერმა ლექცია პარტიულ აქტივსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა. შემდეგ კი შენობა შეძახილების ფონზე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე