რეზონანსი
(25.05.2024)

შტატების სანქციები "ოცნებას"  - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის ეკონომიკაა და საბანკო სექტორი დაზარალდება.

"ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება სანქცირებულია, ვერც ინვესტიციები ვერ შემოვა.

ყველა ინდივიდუალური სანქცია, ასევე ფინანსური სანქცია, რომელიც დაეკისრებათ, მათ შორის ამ ადამიანებს, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ეკონომიკისთვის, ლარისთვის, ჩვენი საბანკო სექტორისთვის, რადგან ინვესტიცეიბი როგორ უნდა შემოვიდეს, როდესაც ხელისუფლება სანქცირებულია, იმიტომ, რომ რუსეთის გავლენის ინტერესების მატარებელია. ეს არის ძალიან მძიმე", - ამბობს დეკანოიძე

სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის რეჟიმისთვის სავიზო სანქციების დაწესები გადაწყევეტილება მიიღო. შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებამ "ოცნებას" ნამდვილი შავი პარასკევი გაუთენა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე