რეზონანსი
(23.05.2024)

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში ვიზის ღირებულებამ შესაძლოა 135 ან 180 ევროც შეადგინოს.

ევროკომისია ღირებულების ცვლილების მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე