რეზონანსი
(22.09.2023)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გელაშვილი ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

65 წლის მამაკაცი მწყემსებმა გარდაბნის ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ის დაუნდობლად სცემეს ხელკეტებითა და ბეისბოლის ჯოხებით. საქმე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, კიდევ ერთი ბრალდებული კი ქვეყნიდანაა გაქცეული.

„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა, გერმანიამ და სხვა კლინიკებმა სადაც გადაგზავნილი იყო ანამნეზი, უარი თქვეს მიღებაზე", - ამბობს „მთავარ არხთან" საუბარში დათო ოქიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე