„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოფო ჭყონიას სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს: ქალბატონო სოფია! ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე? ოღონდ, დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, „ნაც-მოძრაობის" აქტივს შეასაღეთ. ქადაგიძე რუსული ტელეკომპანია „დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ეკატერინე კოტრიკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხმიანება და წერს, რომ ქალბატონი კოტრიკაძე ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში, ან სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან.
ქალბატონო სოფია! ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე?
თუ დაინტერესდებით, აუცილებლად გაარკვევთ დარწმუნებული ვარ.
ოღონდ, ვიღაცას ჯიბით გადააქვს და დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, ნაც-მოძრაობის აქტივს შეასაღეთ...
თუმცა, ფულს სუნი არ უდისო-დიდ ვანოს უთქვამს და რა მნიშვნელობა აქვს შემოსავალი საიდან გექნებათ არა? მთავარია, გამომეტყველება გქონდეთ ძაან პრინციპული, ბრტყელი ფრაზები ისროლოთ შენ და მამაშენმა. არა და რუსული ბაზარი ისეთი მაცდური რამეა ერთი ოკუპაციის დედაც, არა?
ფული ბაბაია, ბევრი ფული...
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე