რეზონანსი
(18.06.2023)
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 18 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 489 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1026 -ზე მეტი არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 465, ხარკოვის ოლქში - 284, კიევის ოლქში - 129, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 113, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე