რეზონანსი
(18.06.2023)
ახალციხესა და ადიგენში სოფლები დაისეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელი ანი დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნათესები მთლიანად გაანადგურა.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეხილი და ნარგავები დააზიანა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე