რეზონანსი
(18.06.2023)

ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Open Arms-მა ხმელთაშუა ზღვაში 117 მიგრანტი გადაარჩინა. მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ხის ნავით ცდილობდნენ. გადარჩენილები სუდანისა და ლიბიის მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ორგანიზაციამ სამაშველო ოპერაცია საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროდან 30 კილომეტრის დაშორებით ჩაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე