რეზონანსი
(07.02.2023)

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ახალშობილი ჭიპლარით დედაზე იყო მიბმული, როდესაც ის იპოვეს, ხოლო დედამისი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

გოგონა ახლა ქალაქ აფრინის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. პედიატრმა, ჰანი მაარუფმა სააგენტო Agence France-Presse-ს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე