რეზონანსი
(07.02.2023)

თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია. როგორც მედია წერს, ძლიერი ხანძრის გამო, სტიქიის ზონისკენ, სადაც მიწისძვრა მოხდა, მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს.

ისკენდერუნის პორტი, რომელიც გაზიანთეპიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს, უკვე მეორე დღეა, იწვის. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრების შემდეგ, გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

პორტის ხანძრის გარდა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები, რაც ქვეყანაში კომპლექსურ ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე