რეზონანსი
(06.02.2023)

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალ ყველას ელოდებიან დედაქალაქში, რადგან მთავარი საპროტესტო ცენტრი სწორედ თბილისი იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა. და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. ამ წუთიდან „ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს.

ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები.

მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე