რეზონანსი
(06.02.2023)

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ერდოღანმა „ტვიტერში" დაწერა:

„ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში",- დაწერა მან.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის 10 პროვინციაში 11 199 ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე