რეზონანსი
(06.02.2023)

სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „ტაბულას“ დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა.

„ბრალდების მხარის ერთ ერთი არგუმენტი იყო(გელა ნიკოლეიშვილმა გააჟღერა),ათი თვის წინ თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა არ მჯერა რომ ცუდადააო და ათი თვის თავზე ცოცხალიაო.

ეს ქალი არის ქოცებზე უფრო კეთროვანი ქოცი და სადაც შევხვდები სახეში შევაფურთხებ“, - დაწერა კილაძემ.

მოგვიანებით კი თამარ ჩერგოლეიშვილმა კილაძეს სოციალურ ქსელში პასუხი გასცა:

„ეს გაზირებული „ტრუხა“ აქლემი ნახეთ. ჩალაძემ ომი დაიწყოს და შენ ჩემთან გამოიარე - გაგალამაზო", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე