როგორც პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, პრემიერის და მთავრობის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეს არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი.
„ალბათ ბევრია ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ კიდევ შეიძლებოდა ამ ნიშნულით გაგრძელებულიყო ზრდა. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ, რომ ამის კვალდაკვალ ჩვენ შევძლოთ ფასები დარეგულირება და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეტოს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე", - აღნიშნა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე