რეზონანსი
(06.02.2023)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 1500-მდე ადამიანი, რამდენიმე ათასი კი დაშავებულია.

რაც შეეხება სირიაში არსებულ ვითარებას, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „სანას" ცნობით, სირიაში დაღუპულია სულ მცირე 820 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე