რეზონანსი
(06.02.2023)

სეისმოლოგები ამტკიცებენ, რომ 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც 7,8 დაფიქსირდა, ასეთი მასშტაბის მიწისძვრა თურქეთში არ მომხდარა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში" ანკარიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში დილით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,4 იყო. შემდეგ კი 7,7 გამოაცხადეს. ელჩის განმარტებით, ასევე, 1999 წელს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე იყო 7,4-7,5.

„მეცნიერები, სეისმოლოგები ამტკიცებენ, რომ 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვირს შემდეგ, როდესაც 7,8 დაფიქსირდა, ასეთი მასშტაბის მიწისძვრა თურქეთში არ მომხდარა.

მიწისქვეშა ბიძგები გამეორდა და 7,6 იყო. ეს საკმაოდ დიდი მონაცემია, რადგან სეისმოლოგების მტკიცებით, ის უნდა კლებულობდეს. პირველი იწისძვრიდან 11 საათის შემდეგ ბიძგი განმეორდეს და მხოლოდ 0,1-ით ნაკლები იყოს, ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

შემიძლია გითხრათ, რომ მართვადი ქაოსია. თურქები ცდილობენ, სიტუაცია მართონ. დახმარება სთხოვეს მსოლიო თანამეგობრობას", - განაცხადა ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე