რეზონანსი
(06.02.2023)

ერთი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე დაკარგული იყო და საბედნიეროდ ჩვენ ისინი ვიპოვეთ. მოქალაქეები გვაძლევენ ტელეფონის ნომრებს, ვრეკავთ სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობთ დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ძალიან რთულია [ადამიანების] მოძიების პროცესი, ვინაიდან მიწისძვრა იყო მასშტაბური. ეს ტერიტორია მოიცავს დაახლოებით ორ საქართველოზე მეტ ტერიტორიას. თურქეთში ზოგადად ათეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა, ეს არ არის ის რეგიონი, სადაც თავს იყრის საქართველოს ბევრი მოქალაქე, შედარებით ნაკლები მოქალაქეა ამ რეგიონში. ჩვენ მოძიების პროცესს ვახორციელებთ თვითონ მოქალაქეების დახმარებით, ვინაიდან საელჩომ ყველა მოქალაქის ადგილსამყოფელი არ იცის, რადგან ზოგი არალეგალურად იმყოფება. ერთი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე დაკარგული იყო და საბედნიეროდ ჩვენ ისინი ვიპოვეთ. მოქალაქეები გვაძლევენ ტელეფონის ნომრებს, ვრეკავთ, სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობთ დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი, რაც მერწმუნეთ ძალიან რთული პროცესია, მითუმეტეს ინტერნეტი არ არის, ტელეფონის ხაზები გამორთულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს ჩვენთან, როგორც ცხელ ხაზზე, „ფეისბუქით", „ვოთსაფით" და ა.შ. შეუძლიათ პირდაპირ მე დამირეკონ, ან საელჩოს ნებისმიერ თანამშრომელს. ნებისმიერი კომუნიკაცია არის შესაძლებელი, პირიქით ჩვენ მადლობლები ვიქნებით", - განაცხადა ჯანჯღავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე