რეზონანსი
(06.02.2023)

პრიორიტეტი რჩება 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, ვიმედოვნებ, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნებიან, თუ არა და ეს იქნება ის არჩევანი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი საზოგადოება მათ ობიექტურად შეაფასებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ თემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევის საკითხმა პოლიტიკურ ჯგუფების ლუსტრაცია მოახდინა, თუ ვის რა ინტერესი აქვს.

„ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რაც იყო ძალიან საინტერესო. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის მოქმედება. მათ სურდათ, აერჩიათ ოპოზიციის მორჩილი სახალხო დამცველი, რაც სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობაში არ მოდიოდა", - განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. საგაზაფხულო სესიის ფარგლებშიც, მთავარი ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე