რეზონანსი
(06.02.2023)

სენაკში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით, მტევანსა და თითებზე აქვს მიყენებული.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ირკვევა, დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას მოჰყვა, რაც დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „სენამედში" გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე