რეზონანსი
(06.02.2023)

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში: +905336903040; +905392208280

გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლი: +905418184400

გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში: +905413262226

შეგახსენებთ, რომ წუხელ, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უკანასკნელი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაიცვალა 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა 2,300-ზე მეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე