რეზონანსი
(06.02.2023)

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსალოდნელი თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს.

„თბილსერვის ჯგუფი” გაცნობებთ, რომ 6 და 7 თებერვალს თბილისსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა და ინტენსიური თოვა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში მოძრაობისას გამოიჩინოს სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან.

გზების გაწმენდის სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხდეს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“,- აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე