რეზონანსი
(06.02.2023)

„ნაციონალურ მოძრაობა" რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები.

„ის, რაც ნავარაუდევი იყო, ის შედეგია ზუსტად სახეზე. რასაც ვამბობდით, რომ ეს პარტია იშლება და რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის. საზოგადოებას ახლა სჭირდება მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება. ამით იქნება ხელისუფლებაც დაკავებული და არა იმ საკითხების ანალიზით, თუნდაც დაკვირვებით, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" გუშინ გამართული ყრილობა კლანებს შორის მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდა. ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ წერს. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ყრილობაზე არ იმყოფებოდა. ავტოკრატია, ჩრდილოვანი მმართველობა, სკამსა და ფულზე გაყიდული ღირსება და ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელება - ასე შეაფასა ნიკა მელიამ პარტიაში გამართული ყრილობა და თქვა, რომ გააუქმეს არჩევნების შედეგები და ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე