რეზონანსი
(06.02.2023)

თურქეთში სირიასთან საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ასობით ადამიანია დარჩენილ. ამასთან, ასობით ადამიანი დაიღუპა სირიაში. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად აქ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

როგორც თურქეთში, ასევე სირიაში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე