რეზონანსი
(31.01.2023)

ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი გაუკეთეს და პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობსი მდგომარეობას, ჩხაიძის თქმით, ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

"პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გუშინვე გადამოწმდა მისი სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე