რეზონანსი
(31.01.2023)

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი რადიკალური ოპოზიციის დასუსტებას ნიშნავს.

„მგონია, ხაბეიშვილის არჩევით ოპოზიციური სპექტრის რადიკალური ასპექტი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე რადიკალური, თუმცა თავისთავად ხაბეიშვილის არჩევა არის ერთგვარი გზავნილი, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" არის განმსაზღვრელი სწორედ ეს რადიკალური ნიშა და პოლარიზაციისკენ მისწრაფება. თავისთავად, ხაბეიშვილის არჩევა ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის დასუსტებას, შესაბამისად ძალიან კარგი შედეგით დასრულდა ამ კუთხით „ნაცმოძრაობაში" ჩატარებული არჩევნები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე