რეზონანსი
(31.01.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 31 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე