რეზონანსი
(30.01.2023)

330 ახალი ბაღი მთელი ქვეყნის მასშტაბით - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულად უნდა გარემონტდეს და თანამედროვე სტანდარტებში მოექცეს.

საუბარია არა მხოლოდ დიდ ქალაქებში მდებარე ბაღებზე, რომლების რეაბილიტაციაც განხორციელდება, არამედ ყველა იმ დაწესებულებაზე, რომლებიც წლებია შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

რეგიონებში ძალიან ბევრი ბაღის კედელი ჩამოშლილია, სადაც ბავშვების აღზრდა შეუძლებელია. ბაღების პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

300-ზე მეტი ახალი ბაღის გარდა, მთავრობა 500-ზე მეტის აღდგენას და სრულად განახლებას გეგმავს.

1 მილიარდ 300 მილიონი ლარი რამდენიმე წლის განმავლობაში 885 ბაღის აშენებასა და მოწყობას მოხმარდება, პარალელურად გრძელდება სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე