რეზონანსი
(30.01.2023)

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაშავდა 150 - ინფორმაციას APnews ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მეჩეთზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.

მომხდარზე პასუხისმებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე