რეზონანსი
(05.12.2022)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მისი სამი სამხედრო მოსამსახურე ორ რუსულ ავიაბაზაზე განხორციელებული „უკრაინული თავდასხმის" შედეგად დაიღუპა.

თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი თვითმფრინავი მსუბუქად დაზიანდა.

ამასთან, შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რომ კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის აღნიშნა, რომ მათ ორშაბათს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები დაიწყეს, „მიუხედავად კიევის რეჟიმის მცდელობებისა, რომ ტერორისტული აქტით ჩაეშალა რუსული შორი მოქმედების ავიაციის საბრძოლო მუშაობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე