რეზონანსი
(05.12.2022)

ძირითადი ოპოზიციური პარტია კარგავს პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ძალას, ქრება პოლიტიკური რადარებიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გვიანონსებდნენ ცხელ შემოდგომას, მაგრამ ძალიან ცივი ზამთარი დაუდგათ პარტიაში. ვერ ახდენენ პარტიაში სხვადასხვა დაჯგუფებები ფინანსების გაყოფას", - აღნიშნავს ამილახვარი.

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებისთვის კამპანია აქტიურ ფაზაშია. ამ კამპანიის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ყველა კანდიდატი თავისებურად იყენებს. ოფიციალური განაცხადის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრესკონფერენცია გიორგი მუმლაძემ გამართა და პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სტრატეგია დაუწუნა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა იმ პარტიაში, რომელიც უკვე წარსულის ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე