რეზონანსი
(05.12.2022)

ძალიან უცნაური ორგანიზაციაა, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ფრანკლინის კლუბზე" საუბრისას განაცხადა.

„ზოგი ტიპია იქიდან, რომელიც ახლოს არიან ზურასთან [ჯაფარიძე] და არა „გირჩთან". ძალიან უცნაური ორგანიზაციაა, მაგრამ რადგანაც მეც იგივე უნივერსიტეტში ვმუშაობ, ვიცნობ ამ ხალხს. თავისი გადმოსახედიდან ცდილობენ თავისუფლების იდეები გაავრცელონ. წარმოდგენა არ მაქვს, ზოგჯერ ლექციების ჩატარებაში მიშლიან ხელს", - აცხადებს რაქვიაშვილი.

ახალი ინიციატივა „კმარას" შემქმნელებისაგან - ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს, მისივე ოჯახის წევრისაგან ფინანსდება, კონსულტაციას კი „ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი მხარდამჭერი, ლევან რამიშვილი უწევს. „ფრანკლინის კლუბი" ოფიციალურ მიზნად კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას ასახელებს. თუმცა ზემოთჩამოთვლილი გარემოებები მმართველ პარტიაში მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე