რეზონანსი
(05.12.2022)

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანი უფასო გახდება.

როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ახალ პენიტენციურ კოდექსში იქნება ასახული.

„იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის", - განაცხადა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე