რეზონანსი
(26.09.2022)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც ასობით ცხედარია, რომელთაც წამებისა და ძალადობის კვალი აღენიშნებათ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სიბიესთან" ინტერვიუში განაცხადა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, მასობრივი სამარხებიდან 477 ცხედარი ამოასვენეს, რომელთა შორისაც მცირეწლოვნებიც არიან. ცხედრების ნაწილს, კისერსა და მტევნებზე თოკი აქვს შერჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე