რეზონანსი
(26.09.2022)

რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. არის 20-მდე დაშავებული.

რუსული საინფორმაციო ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, თავდამსხმელი "მაკაროვის" 2 პისტოლეტიდან ისროდა, მას ეცვა მაისური ნაცისტური სიმბოლოებით.

შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე